27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღეს სასიცოცხლო ძალები და შემოქმედებითი ენერგია ნაკლები გაქვთ. შესაძლოა მიიღოთ უსიამოვნო შეტყობინება ან მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდეს. კურო დღეს შეიძლება ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. ნუ წამოიწყებთ რაიმე სერიოზულ საქმეს, მოითმინეთ ხვალამდე. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს. ტყუპები დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმის მიღების ალბათობა. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ.  კირჩხიბი აქტიური დღეა. პროფესიულ სფეროში ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. მცდელობა, გაერკვეთ სიტუაციაში, უშედეგო იქნება.  ლომი პლანეტების განლაგება საქმეების კარგ მსვლელობას გპირდებათ, გამორიცხული არ არის, რომ საღამოს სასიხარულო შეხვედრა გქონდეთ. კრებები…

იხილე

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება – პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება. კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეზღუდვაზე „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ აპრილში წერდა. აღნიშნული ინიციატივა მაშინ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული. როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი…

იხილე

მარლენ ნადირაძემ ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 83 527 ლარი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძემ 2018-2021 წლებში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით გასული ოთხი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 83 527 ლარი მიიღო.

იხილე

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 122 730 ლარი მიიღო

დავით რაზმაძემ 2017-2021 წლებში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ბიუჯეტიდან ხელფასის სახით დაახლოებით 122 730 ლარი მიიღო. აქედან 16 500 ლარი როგორც თვითმმართველი ქალაქ გორის საკრებულოს ხოლო 106 230 ლარი როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის პოზიციაზე.

იხილე

ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებენ. ქალაქებისა და პროვინციების ადგილობრივმა მთავრობებმა ჩინეთის მინიმუმ 5 პროვინციაში უკვე გამოაცხადეს, რომ 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ვაქცინაციას ჩაუტარებენ. ვაქცინაციის კამპანიის გაფართოება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კოვიდ ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე ხორციელდება. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ოთხი განსუში, სადაც დღეიდან ყველა ტურისტული ადგილი დაიხურა. ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის 76% სრულადაა ვაქცინირებული. ხელისუფლება კოვიდ შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს.

იხილე

სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარებას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება. „დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, – აცხადებს ტიკარაძე. ჯანდაცვის მინიტრმა მოლქალაქეებს აცრის გაკეთებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მნიშველოვანია,რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. ამ ეტაპისთვის შერჩეული არის 50 სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე…

იხილე