4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა

თბილისში, სანზონაში, 4 წლისგოგონა გარდაიცვალა.

მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ 4 წლის გოგო მშობელმა ცემით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა მცირეწლოვან ბავშვზე ხშირად ძალადობდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შსს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახისწევრების, მოწმეების გამოკითხვა.

 

inforustavi.ge

alia.ge

Related posts