საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა,- ინფორმაციას ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, კახა იშხნელი ავრცელებს.

 

ბავშვის ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

„ბავშის ოჯახი იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვთან კორონავირუსი დადასტურდა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

 

კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, მშობლები არ არიან დაინფიცირებულები, ამიტომ დედას უწევს ბავშვთან ყოფნა.

 

ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია. ბავშვს არავითარი კლუნიკური გამოხატულება არ აქვს, უბრალოდ ეს არის კვლევის შედეგი“- განაცხადა კახა იშხნელმა.

Related posts