ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებები „რატიფიკაციისთვის“ სახელმწიფო დუმას წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“.

სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს განიხილავს, ხოლო ფედერაციის საბჭო – 4 ოქტომბერს. მანამდე, „გაწევრიანების დოკუმენტების“ პაკეტი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა.

150 ნახვა
desktop
mobile catfish