პოლიტიკა

ვის შეეხება ERASMUS+-ის შეზღუდვა და რა გავლენა ექნება ამას? - გიორგი აგირბაიას განმარტება
27 წუთის წინ

ვის შეეხება ERASMUS+-ის შეზღუდვა და რა გავლენა ექნება ამას? - გიორგი აგირბაიას განმარტება

„ERASMUS+ პროგრამა წყვეტს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას და ეს დარტყმა უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებზე“, - წერს სოციალურ ქსელში „ProActive Group Georgia“-ს დამფუძნებელი გიორგი აგირბაია.

მისი განმარტებით, Strand 3: Structural Reform Projects, რომელიც 600 000–1 000 000 ევრომდე დაფინანსებას მოიცავს, ქართულ უნივერსიტეტებს ვეღარ მიეწოდებათ. ეს პროექტები აქამდე ხორციელდებოდა სამინისტროს, განათლების ხარისხის ცენტრისა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.

"ერასმუს+ გარშემო დატრიალებულ ამბებზე,რას ნიშნავს აღნიშნული შეზღუდვა, ვის შეეხება და რა გავლენა ექნება თითოეულ ჩვენგანზე (გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ) ?

ERASMUS+ წყვეტს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას!

Erasmus+ Strand 3: Structural reform projects - ეს სექცია მოიცავს 600 000 - 1 000 000 ევრომდე დაფინანსებას, რომელსაც ვეღარ მოითხოვენ ქართული უნივერსიტეტები, რომლებიც ხორციელდებოდა სამინისტროსთან, ხარისხის ცენტრთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით.

ქართული უნივერსიტეტები აგრძელებენ Erasmus+ თანამშრომლობას Erasmus+ 1 & 2 Strand / ქვეპროგრამის ფარგლებში, (მაგ. სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობა, რომელიც შემცირდება) მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკომისიის მიერ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს და მიზეზს, რის გამოც შეიზღუდა - გარდა ფინანსური დანაკარგების, ეს არის უდიდესი რეპუტაციული ზიანი ქვეყანაში განათლების სისტემაში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, უნივერსიტეტებისთვის.

თუ გახსოვთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა #EQAR ის რეგისტრაცია- უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრში რეგისტრაცია - ამ ყველაფრის ფონზე თუ გავითვალისწინებთ დაანონსებულ "განათლების რეფორმას" , რომლის მსგავს ქვეყნის მტერი თუ მოიფიქრებდა, რაც გულისხმობს 11-წლიან სწავლებას, "ერთი ფაკულტეტი - ერთი უნივერსიტეტი" და მსგავსი მავნებლობები, ამ ტემპით სხვა ერასმუს+ პროგრამების შეზღუდვებსაც მალე დაგვაწევენ, ან უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი იქნება მონაწილეობა. ( ბოლო 2 წელია მინიმუმ აქტიურად ვსაუბრობ რა გველოდება, ველოდი სამწუხაროდ ამ პროცესებს..)

ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ხალხი ვინც საქართველოში ევროპული განათლების შესაძლებლობების შექმნაზე, გავრცელებაზე და ევროინტეგრაციაზე მუშაობს - ე.წ. ხელისუფლებად ქვეყნის მტრებად, აგენტებად, კრიმინალებად გამოაცხადა - ამის ფასის გადახდა მოუწევს რიგით ქოცსაცშუაშისტსაც, სირაქლემას პოზაში მყოფ 700-800 ლარზე დასაქმებულ საჯარო მოხელის შვილსაც და ჩვენ, ვინც ქვეყანაში ევროპული-ევრონული განათლების სინათლის ჩაქრობას ვეწინააღმდეგებით.

რას ნიშნავს ეს და რა გავლენა ექნება ქართულ განათლებაზე? - ევრონულ დონეზე სამინისტრო, ცენტრი და ა,შ ვერ განახორციელებენ ევროპული სტანდარტების შესაბამისად სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, განათლების პოლიტიკის მოდერნიზაციას ინოვაციების, მეცნიერების და ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ევროპულ, გლობალურ პრიორიტეტებთან დაახლოებას.

განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაიწევს, რაც სამწუხაროდ პირდაპირ უარყოფითად აისახება იმ სერვისებზე რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ საჯარო თუ კერძო ადგილებში, ორგანიზაციებში. ხოლო საქართველოში მიღებული განათლება და დიპლომები იქნება ნაკლებად სანდო და აღიარებული მსოფლიოში ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. (გადავინაცვლებთ მაჩანჩალა ქვეყნებში.. იმიტომ, რომ სოლოლაკის მთაზე ერთმა ფულიანმა კაცმა და მისმა გარემოცვამ ეგრე გადაუწყვიტა 3.5 მილიონ ადამიანს).

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყანაში, რადგან ვერ განვავითარებთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ვერ შეიქმნება შესაბამისად იმ ტიპის ეკონომიკური დოვლათი რომელიც მაღალტექნოლოგიური და მაღალანაზღაურებადი სამსახურების შექმნას შეუწყობს ხელს. კიდევ უარყოფითი მხარის ჩამოთვალე შეიძლება, მაგრამ თქვენ მიამატეთ დანარჩენი.

პ.ს. გთხოვთ მოერიდეთ "მყვირალა" სათაურებს და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გაზიარებას, ნუ მივცემთ პროპაგანდას დამატებით საზრდოს.

ევროპული განათლება, მოგზაურობა, გამოცდილების გაზიარება, ევროპული ხელფასები, სტიპენდიები, ფინანსური სიკეთეების მიღება VS ქოცობა, რომელიც ყოველ მეორე დღეს დედას აგინებს ევროკავშირის წარმომადგენლებს ერთად არ ლაგდება. არჩევანი ჩვენზეა", - წერს აგირბაია.

ცნობისთვის, გასულ კვირას გამოქვეყნებული "Erasmus+"-ის 2026 წლის გზამკვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამით ვერ ისარგებლებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიზეზი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებია.

წყარო: BM.GE

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები