შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შალვა პაპუაშვილი – მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები, არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს – რატომ არ გამართეს? იმიტომ, რომ ეშინიათ

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, ოპოზიციას 7-ჯერ შეეძლო მასთან საპარლამენტო ფორმატში დებატები. არც ერთი ინტერპელაცია არ გამოიყენეს, შეეძლოთ, პარლამენტში დაებარებინათ და მასთან დებატები გაემართათ, რატომ არ გამართეს? იმიტომ რომ ეშინიათ, სინამდვილეში, არაფერი სათქმელი არ აქვთ. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ მათი მთელი წინასაარჩევნო კამპანია უცხოური განცხადებებია. დღე არ გადის – ახლა მიხაილ როთი ჩამოვიდა, სადღაც რაღაც განცხადებაა, ყოველდღე აძლევენ თემას ოპოზიციას იმისთვის, რომ რაღაც სასაუბრო იყოს, თავად ოპოზიციას არაფერი სათქმელი არაფერი აქვს. მთლიანად, მათი კამპანია აწყობილი და მართულია გარედან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.