"საარჩევნო კომისიების ორმაგი სტანდარტი"

ქ. გორის მერობის კანდიდატად მიხეილ ჩიტაძის და გორის გამგებლობის კანდიდატად თამარ თედლიაშვილის წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფებმა,  #32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის შესახებ, დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრეს. რეგისტრაციაზე უარის მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიამ ის დაასახელა, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღე არ არის დანიშნული.

თამარ თედლიაშვილი თვლის რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია და საარჩევნო კომისიები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. 

“ცესკო-ს თავმჯდომარის 2017 წლის 1 ივნისის განკარგულებით რეგისტრაციაში უკვე გატარდა პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი დემოკრატები” და მათი წარმომადგენლები. აღნიშნულიდან გამომდინარე არჩევნებისთვის უზრუნველყოფის პროცედურები დაწყებულია,  გადაწყვეტილებებიც მიიღება და საოლქო საარჩევნო კომისიის უარი დამოუკიდებელ კანდიდატებს  გვაყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს, პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებით და ირღვევა არჩევნების სამართლიანობის პრინციპი”-აცხადებს თამარ თედლიაშვილი.


 

Related posts