“ვიკვლევთ “მიუ“ შტამის სავარაუდო ფაქტებს” – რას ამბობს ამირან გამყრელიძე გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და რომელ რეგიონებშია კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 100% “დელ­ტა“ შტა­მია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ცენ­ტრი ახლა “მიუ“ შტა­მის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებს იკ­ვლევს.

“ვიკ­ვლევთ “მიუ“ შტა­მის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტებს, რად­გან ასე­თი ნახ­ტო­მი გვქონ­და და უა­რეს­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია, გვინ­და გა­მოვ­რი­ცხოთ, ხომ არ გვაქვს საქ­მე ახალ შტამ­თან, ამი­ტომ ვიკ­ვლევთ. ჯერ “დელ­ტაა“ ყვე­ლა. ყვე­ლა PCR კვლე­ვით ამო­დის “დელ­ტა“ შტა­მი და ქვე­ყა­ნა­ში რაც ცირ­კუ­ლი­რებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, 100% “დელ­ტა“ შტა­მია“, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

  • მი­სი­ვე თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი გა­მო­იკ­ვე­თა იმე­რეთ­ში, ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად არის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კა­ხეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში. ამი­ტომ, ყველ­გან უფრო მეტი აცრა არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

“სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, უკვე და­ვი­წყეთ ვირუ­სის პი­კის­კენ წინსვლა. 4700 დაგ­რო­ვი­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც არის, დიდი ალ­ბა­თო­ბით ხვალ ეს მო­ნა­ცე­მი ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბით 3000-4000 შემ­თხვე­ვის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 100 000 ადა­მი­ან­ზე გა­დათ­ვლით გვაქვს აჭა­რა­სა და თბი­ლის­ში. აც­რის მაჩ­ვე­ნებ­ლით უკვე მი­ვუ­ახ­ლოვ­დით 60%-იან თა­მა­სას თბი­ლის­ში და ასე­ვე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი გვაქვს აჭა­რა­ში. დღე­ვან­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი გა­მო­იკ­ვე­თა იმე­რეთ­ში, ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლად არის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კა­ხეთ­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში. ამი­ტომ, ყველ­გან უფრო მეტი აცრა არის ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი“, – აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

თრიალეთი TV