ვინ არის ქართველი მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

გოჩა ბილ­ვა­ნი­ძე, სა­ზღვაო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ცვლის უფ­რო­სია. იგი მერ­ვე წე­ლია მაშ­ვე­ლად მუ­შა­ობს და ართუ ისე დიდი ხნის გან­მა­ლო­ბა­ში, უკვე 700-მდე ადა­მი­ა­ნი ჰყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი. იგი ამბობს, რომ ზღვის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, უმე­ტეს­წი­ლად გა­უფრ­თხი­ლო­ბე­ლო­ბით ხდე­ბა, რო­დე­საც მშო­ბე­ლი ვერ აქ­ცევს შვილს ყუ­რა­დღე­ბას და ბავ­შვს ტალ­ღა იტა­ცებს. ასე­ვე, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნას­ვა­მი შე­დის ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ ან ნა­ბა­ხუ­სე­ვზე.

“ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, 5-ბა­ლი­ან შტორმ­ში შევ­სულ­ვარ ზღვა­ში, ნა­ვე­ბიც ვერ შე­დი­ო­და ისე­თი უა­მინ­დო­ბა იყო… ამას წი­ნათ, ირა­ნის ორი მო­ქა­ლა­ქე გა­და­ვარ­ჩი­ნე. შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და უამ­რა­ვი მად­ლო­ბა იხა­დეს… ექ­სტრე­მის გამო შე­ვე­დით, მაგ­რამ გა­მოს­ვლა გაგ­ვი­ჭირ­დაო… ნა­პი­რი­დან შე­ვამ­ჩნი­ეთ და სამ­მა მაშ­ველ­მა შევ­ცუ­რეთ.

მუდ­მი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ გაფრ­თხი­ლე­ბას. არა­და, ყო­ველ წუ­თი­ე­რად ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამინ­დის შე­სა­ხებ და ვავ­რცე­ლებთ მას, ვწევთ ალ­მებს, თეთ­რი ალ­მის შემ­თხვე­ვა­ში ბა­ნა­ო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია, წი­თე­ლის შემ­თხვე­ვა­ში – აკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. მა­ინც ხდე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი”, – ამბობს გოჩა ბილ­ვა­ნი­ძე.

 

წყარო: resonancedaily.com

Related posts