სასტიკად ნაცემი ჯარისკაცი სამთვიანი კომის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა

მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე,თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადისსამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რისშედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ

– სერგო ჯიმშერაშვილმა – თავისტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაშიიმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშიგარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიებას, 28 მაისიდან, შსს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონულისამმართველო აწარმოებდა. გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს,საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კიბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ამ საქმეზეწინასასამართლო სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ირაკლი სამხარაძე, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმედაზიანება ედებოდა, პატიმრობაში დატოვა. 4 ბრალდებული კი 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზედარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი სამხარაძის ჩვენების მიხედვით, მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სერგო ჯიმშერაშვილს მუშტიდაარტა, რის შედეგადაც ის მაგიდასა და სკამს შორის თავით დაეცა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს დაშესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გულგრილობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ფაქტზე შესაბამისიუწყებებიდან დროული რეაგირება არ მომხდარა.

EMC, ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახისწევრების ინტერესებს იცავს.

„სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებმიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირებისფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვისდაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო. გამოძიებითდადასტურებულია, რომ სერგო ჯიმშერაშვილის მძიმე დაზიანებებით თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალშიშეყვანის შესახებ, სამართალდმაცავ ორგანოში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულების მხრიდანმომხდარის ღამესვე გაკეთდა, თუმცა შეტყობინებაზე რეაგირება სამი დღის განმავლობაში უცნობი მიზეზითარ მომხდარა. გამოძიება, 2018 წლის 28 მაისს, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კომაში მყოფი სერგოჯიმშერაშვილის დედამ, შსს-ს ვაზიანის განყოფილებას განცხადებით მიმართა.

გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილე და შემსწრე პირები, გარკვეულიპერიოდის განმავლობაში, მალავდნენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების რეალურ მიზეზს დაწარმომავლობას. დაპირისპირების შემდეგ, ნორიოს ტყეში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადას, ადგილზე მყოფმა სამხედრო პირებმა, სერგო ჯიმშერაშვილის უგონო მდგომარეობაში ყოფნისმიზეზად ინტოქსიკაცია დაუსახელეს.

საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები,სამხედრო პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სერგო ჯიმშერაშვილის ცემის შესახებ25 მაისს, კონფლიქტის დღესვე, ფლობდნენ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დაპირისპირების გამოძიება სამხედრო პოლიციის ქვემდებარე არ იყო,გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ სამხედრო პოლიციას არაფერი მოუმოქმედებია მომხდარიდაპირისპირების ფაქტზე შესაბამისი ორგანოების ინფორმირების და სათანადო რეაგირებისუზრუნველსაყოფად. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება მათი მცდელობა, სერგო ჯიმშერაშვილისმკურნალი ექიმებისთვის, დაზიანებების შესახებ რეალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსსამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებებში იკვეთება, 25 მაისს მომხდარი დაპირისპირებისრეალური გარემოებების დადგენის პროცესისთვის და სერგო ჯიმშერაშვილისთვის მიყენებულიდაზიანებების წარმომავლობის შესახებ სამედიცინო პერსონალისა და მისი ოჯახის წევრებისთვის,ავთენტური ინფორმაციის მიწოდების ხელშეშლის ფაქტი. საქმის ამ ნაწილზე, 23 აგვისტოდან, გამოძიებასაწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული დაობიექტური წარმოება, რათა სრულად გამოიკვეთოს შსს-ს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვისსამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა შესაძლო გულგრილობის, უმოქმედობის ან სხვაპირადი დაინტერესების და პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმისთვის რომ სერგო ჯიმშერაშვილისოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ მიმდინარე გამოძიების პროცესზე და ჰქონდეთ შესაძლებლობადააკვირდნენ გამოძიების ხარისხს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრნველყოს მათთვისდაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება.“- ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულგანცხადებაში.

 

wyaro: news.coa.ge

Related posts