როგორც მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 20:00 საათზე დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მარშის წინა დღეს, 11 იანვარს, 22:00 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეიკრიბებიან.