რა მისწერა ზუზუ ბეჟაშვილმა გარდაცვალებამდე ვახო სანაიას?

ჟურნალისტი ვახო სანაია ზუზუ ბეჟაშვილთან დაკავშირებით, ,,ფეისბუქზე”  პოსტს აქვეყნებს:   ზუზუ  მე ხომ მესინჯერში თითქმის არასდროს შევდივარ. ამიტომ ფრენდებს ვასწავლე – თუ რამე, კომენტარებში დამიწერეთ, შევალ და ვნახავ- მეთქი მესიჯს. ზუზუსაც ასე ვეკონტაქტებოდი. ბოლოს ეს მოუწერია. დღეს ვნახე, როცა მის გვერდზე გადავედი. ჩემი ძმის საქმის გამოძიების ამბები იყო და ეტყობა, ფეისბუქზე თვალი მოკრა და უცებ მომწერა. ეგონა, მე შემემთხვა რამე. კომენტარებში აღარ დამიწერა მერე. ბუნებრივია, შემდეგ გაერკვა ვითარებაში. ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე. კარგი ბიჭი იყო – ნიჭიერი, გულიანი და კეთილი. ნეტა მეექვსეჯერაც ტყუილი ყოფილიყო 😞   ზუზუ ❤ მე ხომ…

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ზაზა ბეჟაშვილის საცხოვრებელ სახლთან ამ დროისთვის მისი ახლობლები და მეგობრები არიან შეკრებილები, რომელთა ნაწილის ვარაუდითაც, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს. მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   წყარო: interpressnews.ge

დავით უსუფაშვილი: ვაი, ბიძინას და ვუი, ქვეყანას მათ ხელში…

“შენების მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.   გუშინ მთელი დღე უამრავი ადამიანი გაოგნებული მეკითხებოდა, როგორ მივაყენე ოცნების ლიდერებს ამხელა ადამიანურ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური ტკივილი კონსტიტუციური ფაქტების კონსტანტაციით?! „გადავახვიე“ და მივხვდი – მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია… ვაი, ბიძინას და ვუი, ქვეყანას მათ ხელში; მაგრამ, მაინც ყველას მალე გვეშველება! 😊