პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია

საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი და არაგეგმაზომიერი გამოყენების შედეგად, გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია.

ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი – სხვადასხვა სახის ჭრილობები.

დაშავებულთა შორის ერთი პაციენტი 65 წლის მამაკაცია, რომელსაც ზედა კიდურის მძიმე ხარისხის ტრავმა აღენიშნება. იგი ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული.

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts