დიანა ღურწკაია: საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ოფიციალურ დონეზე

„სტანდარტულად „ვწუხვარ“, არ გამოვა. საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ოფიციალურ დონეზე“, – ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს რუსეთში მომღერალი დიანა ღურწკაია.

„ეს ძალიან დიდი სირცხვილია. უბრალოდ გავშეშდი, როდესაც გავიგონე რას ამბობდა ჟურნალისტი. მსგავსი მიმართვა ტელევიზიაში უბრალოდ დაუშვებელია“, – განაცხადა ღურწკაიამ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ჟურნალისტს პრობლემა ფსიქიკასთან, თუ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო. „მის ქმედებაზე შეფასება საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ“, – ამბობს ღურწკაია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მის ქმედებას ტელევიზიასთან აქცია და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება მოჰყვა.

primetime.ge

Related posts