პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე ტატა ხვედელიანს - ძალიან გამიკვირდა, რომ 2024 წლის აქციებს „მშვიდობიანი“ დაარქვით - ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე, არაერთი პოლიციელი დაშავდა
33 წუთის წინ

ალექსანდრე დარახველიძე ტატა ხვედელიანს - ძალიან გამიკვირდა, რომ 2024 წლის აქციებს „მშვიდობიანი“ დაარქვით - ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე, არაერთი პოლიციელი დაშავდა

ძალიან გამიკვირდა, რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით - 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე. არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს ,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, ტატა ხვედელიანს, რომელმაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ „გასულ წელს რუსთაველის გამზირზე იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც პოლიციელებმა მოქალაქეებზე იძალადეს, შედეგად 500-მდე ადამიანი დაზარალდა“.

გარდა ამისა, დარახველიძემ ტატა ხვედელიანს გამოსვლის იმ ნაწილზეც უპასუხა, დეპუტატმა მინისტრის მოადგილეს მისთვის დაწესებული სანქციები რომ შეახსენა.

„თქვენ როგორც პოლიციელი, წლების განმავლობაში, მუშაობდით შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ძალიან გამიკვირდა, რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით. ჩვენ კარგად ვნახეთ, რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა, 171 პოლიციელია დაშავებული. ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს, სმენა დაკარგეს, სერიოზული დასახიჩრებები მიიღეს. შეგვიძლია პარლამენტის შენობაც ვნახოთ, რა მდგომარეობაში იყო, 1990-იანი წლების შემდეგ ასეთი დაზიანებული საქართველოს პარლამენტი არ გვინახავს. რუსთაველის გამზირზე ერთი საგზაო ნიშანი არ იყო დარჩენილი, არ ვიძახი კერძო საკუთრებას რა უქნეს და როგორ გაანადგურეს, რა დღეში ჩააგდეს. თუ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ამ შემთხვევაში, პოლიციამ ძალას გადაამეტა... შესაძლებელია იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათლით, ფოიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს. ქალბატონო ტატა, თქვენგან ეს შეფასება ძალიან გამიკვირდა. 15 წუთში ერთხელ იყო სამინისტროს ვებგვერდზე გაფრთხილება, რომ „თავი შეიკავეთ, ნუ გამოხატავთ აგრესიულად პროტესტს, გამოხატეთ მშვიდობიანად პროტესტი“ და ამის შემდეგ იწყებოდა საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება. მართალი გითხრათ, ძალიან გამიკვირდა თქვენგან ეს შეფასება, ადამიანისგან რომელიც სისტემაში მუშაობდა და იცის თითოეული პოლიციელის გასაჭირი. როგორი ძნელია, როცა დგახარ კორდონში და თავზე ქვები გეცემა, როცა ფოიერვერკების წვიმას გიშენენ და ამ დროს ვალდებული ხარ, რომ იდგე და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. ძალიან გამიკვირდა.

რაც შეეხება ჩემი სანქცირების საკითხს, როცა ევროპულ ღირებულებზე საუბრობთ, მივიღე სანქციები ყოვლად დაუსაბუთებლად. ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა, ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. მხოლოდ 2 ხაზი, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო მოცემული. ამ დროს, ყოველგვარი სასამართლოს, შეპასუხების, მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები. თუ ეს ასეა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზად ვარ, რომ ასეთი სანქციები მივიღო, როცა საპირწონედ დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება“, - განაცხადა დარახველიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები